აია-ჯესსის მოსწავლის წარმატება და აღიარება

აია-ჯესსის მოსწავლე ლუკა ფერიშვილი, UNICEF-ისა და BTU-ს პარტნიორობით გამართულ ინოვაციებისა და მეწარმეობის პროგრამაში - UPSHIFT - წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

3-თვიანი ინტენსიური სასწავლო კურსის შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი სოციალური პროექტები „დემო დღეზე” წარადგინეს, საუკეთესო იდეები კი მინი გრანტებით დაჯილდოვდა.

პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით რელევანტური ცოდნის მიცემას, საჭირო უნარების განვითარებას და მათ დახმარებას სოციალური პრობლემების/გამოწვევების აღმოჩენასა და ინოვაციური გზებით გადაჭრაში.

ვულოცავთ ლუკას ამ მნიშვნელოვან მიღწევას! სკოლა კვლავაც აგრძელებს მოსწავლეთა მხარდაჭერას მსგავს საგანმანათლებლო ინიციატივებში, რაც მათ პრაქტიკული უნარების განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში უწყობს ხელს.