მშვიდობის მსოფლიო კონფერენცია შვედეთსა და ფინეთში

აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მშვიდობის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შვედეთსა და ფინეთში გაიმართა.

კონფერენციაზე მოსწავლეები ესწრებოდნენ სესიებს, უსმენდნენ მსოფლიო დონის დიპლომატებს და აქტიურად მონაწილეობდნენ მნიშვნელოვანი თემების განხილვაში.

აია-ჯესს-ის მოსწავლე, საბა ზაქარაია, წარდგენილი იყო როგორც მშვიდობის ახალგაზრდა  ელჩი, ბატონ არსენ გვენეტაძეს მიენიჭა საქართველოს მშვიდობის ელჩის სტატუსი. კონფერენციის დასასრულს, მარიამ სიფრაშვილმა დიდი აუდიტორიის წინაშე გააზიარა საკუთარი გამოცდილება.

სტოკჰოლმის მერიაში სკოლის მოსწავლეებმა ქართული კულტურა ეროვნული ცეკვით წარადგინეს, რამაც საერთაშორისო აუდიტორიის დიდი მოწონება და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. განსაკუთრებული მადლობა ცეკვის მასწავლებელს, ოლია წურწუმიას, მოსწავლეების პროფესიონალურად მომზადებისა და თანადგომისთვის.

მონაწილეები: საბა ზაქარაია, ბექა ხაჩიძე, ლუკა და გეგა ფერიშვილები, ნუცა ონოფრიშვილი, მარიამ სიფრაშვილი, თეკლა თორია, ცოტნე ქეშელაშვილი.