მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსში მოპოვებული წარმატება!

სკოლის მოსწავლეთა გუნდი FoggyBag SAGE მეწარმეობის საერთაშორისო კონკურსის ფინალში მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.

მარიკო ომიაძემ, ბარბარე კბილაშვილმა, თეკლა მესხმა და მარიამ ზაქაშვილმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტი - ზურგჩანთა, რომელიც 1 მეტრის რადიუსში წმენდს ჰაერს. იდეა მოიცავს ეკოლოგიურ გამოწვევებზე რეაგირებას და პასუხობს მდგრადი განვითარების რამდენიმე მიზანს.

კონკურსმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, ცოდნა პრაქტიკაში გადაეტანათ და განევითარებინათ სამეწარმეო, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.

ფინალურ ეტაპზე ასევე წარმატებით წარდგნენ სკოლის სხვა გუნდებიც: PlantUp - ანასტასია გაბოშვილი, ელენე გაგნიძე, მარიამ მერაბაშვილი, ლიზი დარსალია, ლუკა ქსოვრელი; ShelwSwap - მარიამ გეგუჩაძე, მარიამ ჭკუასელი, მარიამ ზოიძე, ნინი ოქრაძე.

სკოლას გადაეცა სპეციალური სიგელი მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერისა და კონკურსში აქტიური მონაწილეობისთვის.