გლობალური მოქალაქეობის მნიშვნელობა
აია-ჯესს-ში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა გლობალური მოქალაქეობის კონცეფციას. მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აუდიტორიისთვის გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები სხვადასხვა ფორმით - პრეზენტაციებისა თუ ვიზუალური მასალის დახმარებით.
მათ ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნება, სოციალური პასუხისმგებლობა, გლობალური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების მიერ საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გაზიარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.