The American University of Paris-ის ფინანსური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი აია-ჯესს-ში

The American University of Paris-ის ფინანსური დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი აია-ჯესს-ში იმყოფებოდა. Randy Vener-ის ყურადღება სკოლის მეთორმეტე კლასელების მიერ საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის გაგზავნილმა განაცხადებმა მიიპყრო. მან გადაწყვიტა პირადად გაეცნო ის საგანმანათლებლო გარემო, სადაც ასეთი თავდაჯერებული და მიზანდასახული ახალგაზრდები იზრდებიან.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმარი დეტალურად გაეცნო სკოლის მიდგომებს, სასწავლო კულტურასა და მოსწავლეთა ხედვებს, რის შემდეგაც ხაზი გაუსვა იმ ღირებულებებს, რაც სკოლას გამოარჩევს. აია-ჯესსის მოსწავლეებს აქვთ პოტენციალი იყვნენ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო აკადემიური სივრცის სრულფასოვანი წევრები.