UCMAS ექსპერტის წოდება

გეგა და ნია ოსეფაშვილები, მეექვსე წელია, UCMAS-ის მენტალური არითმეტიკის პროგრამას გადიან, რომლის ყოველი საფეხური სერტიფიცირებული გამოცდით სრულდება. თითოეული წარმატებით დაძლეული ეტაპი მათ აძლევს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერტიფიკატს.

2025 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ IGE სერტიფიკატების დაჯილდოების ცერემონიაზე, გეგას და ნიას მორიგი საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ და მიენიჭათ ექსპერტის წოდება.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს გეგა ოსეფაშვილი პირველი ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.