ჩრდილების თეატრი მეორე კლასში
მეორე კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ეკატერინე ფიფიასთან ერთად, ჩრდილების თეატრის კომპლექსური დავალება შეასრულეს.
დავალების პროცესში მათ გაიგეს: რით განსხვავდება ჩრდილების თეატრი ნამდვილი თეატრისგან; ჩამოწერეს და გააცოცხლეს პერსონაჟები; გადაინაწილეს როლები და შეისწავლეს ტექსტი; ხელოვნების მასწავლებელ თამარ ხარებავასთან ერთად შექმნეს პერსონაჟების ფიგურები – დახატეს, ამოჭრეს და ჯოხზე დაამაგრეს; ააწყვეს ჩარჩო (თეჯირი) და წარმოადგინეს სპექტაკლი.
ჩრდილების თეატრმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, უკეთ გაეაზრებინათ თეატრალური ხელოვნების სპეციფიკა, ემუშავათ გუნდურად და განევითარებინათ შემოქმედებითი უნარები.




