დიპლომატიის აკადემიამ წლის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა

სკოლის ბაზაზე, ზუსტად ერთი წლის წინ, დიპლომატიის აკადემია შეიქმნა. აკადემია ფუნქციონირებს როგორც მოსწავლეებისგან შემდგარი კლუბი და მის ფარგლებში, ყოველკვირეულად, მოსწავლეები იკრიბებიან საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით. აპრილში აკადემიამ წლის შემაჯამებელი, იგნლისურენოვანი, კონფერენცია გამართა. მოსწავლეებმა, ჯგუფებად დაყოფის შემდეგ, აქტიურად იმუშავეს თემებზე და წარმოადგინეს პრეზენტაციები. კონფერენციის მთავარი თემა საერთასორისო ორგანიზაციები და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო.