ევროპის დღე და ჩვენი სკოლა
11 მაისს საქართველომ ევროპის დღე ექსპო ჯორჯიაში აღნიშნა. ჩვენი სკოლა ამ დღეს ორ პავილიონში იყო წარმოდგენილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პავილიონში წარვადგინეთ Science on Stage Georgia და Science on Stage Europe ფარგლებში გამარჯვებული ორი პროექტი "მომავლის სკოლა" და "მცენარე VS პლასტმასა".
ასევე, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად ჩვენმა მოსწავლეებმა ჩაატარეს მრავალი საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი ბავშვებისთვის და დაინტერესებული ადამიანებისათვის.
მადლობა ღონისძიებაში ჩართულ პირებს: მასწავლებლებს - ნინო გარუჩავას, ნინო აბესაძეს, თამუნა ტურაშვილს და ჩვენი სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს.




