სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის გუნდმა „კათიონები“ საპრიზო ადგილი მოიპოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასშტაბურ საბუნებისმეტყველო საგნების ტურნირს „ჩხირკედელას" მასპინძლობს, რომელშიც 40-მდე გუნდი მონაწილეობს.
ტურნირი მოიცავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებას და მისი მიზანია მოსწავლეებში კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
„ჩხირკედელა" მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტია. მოსწავლეები სპეციალური ხელსაწყოებით აღჭურვილ ლაბორატორიებში მუშაობენ და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროდუქტს ქმნიან.
8-9 თებერვალს ბიოლოგიის მიმართულებით გამარჯვებული გუნდებიც გამოვლინდა:
გიმნაზია აია-GESS-ის გუნდმა „კათიონები“ მეორე ადგილი დაიკავა.
გუნდის მენტორი დარეჯან ლორთქიფანიძე. მოსწავლეები: გიორგი ებანოიძე, ნიკა პეტაშვილი, მარიამ წივილაძე, მარიამ შევერდაშვილი და გეგა შავდათუაშვილი. 
ტურნირის ფარგლებში მათი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.