მოზარდთა მშვიდობის მსოფლიო სამიტი

 გლობალური მშვიდობის ინსტიტუტი (GPI) და  გიმნაზია AIA-GESS იწვევს 100 ახალგაზრდას  მშვიდობის მსოფლიო  სამიტზე.
 სამიტი მიზნად ისახავს ცხოვრებისეულ უნარებზე და ფასეულობებზე დაფუძნებული სწავლებისა და საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას, რომელიც მოითხოვს მაღალ EQ & IQ უნარებს და ხელს შეუწყობს  მშვიდობის მდგრადობას. 
მშვიდობის მსოფლიო სამიტის მიზანია მოზარდებისთვის უსაფრთხო ადგილის შექმნა, სადაც ისინი განიხილავენ პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას. საექსპერტო მოლაპარაკებებითა და პანელური დისკუსიების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და გახდებიან ახალგაზრდა ელჩები ცვლილებებისთვის.
 მოზარდთა მშვიდობის სამიტში მონაწილეობის  მსურველებმა რეგიტრაცია უნდა გაიარონ 2020 წლის 5 ივნისის ჩათვლით. მონაწილეებს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვთ გახდნენ სპიკერები.
 საჭიროა: 2020 წლის 5 ივნისამდე გადმოაგზავნონ თემა, რომლის  შერჩევაც მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
 პრეზენტაციის შინაარსი (ინოვაცია, კრეატიულობა და თემასთან შესაბამისობა
 პრეზენტაციის მასალის ვიზუალური მხარე
  სამიტის განმავლობაში ჟიური გაითვალისწინებს წამყვანის პრეზენტაციის უნარს (კონტაქტი აუდიტორიასთან, გასაგები მეტყველება)
 პრეზენტაცია უნდა იყოს 3- 5 წუთი.
 ვირტუალური სამიტის ჩატარების დრო: 2020 წლის 13 -14 ივნისი (დიდი ბრიტანეთის დროით 12:00-14:00 საათი, საქართველოს დროით 15:00-17:00 საათი)
‼️რეგისტრაცია უფასოა და შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე 

 პრიზები: ელექტრონული სერთიფიკატი -  სამიტში წარმატებული მონაწილეობისათვის;
 ელჩის სტატუსი და შესაბამისი ელ-სერთიფიკატი  -  დაჯილდოვდება 10 საუკეთესო მონაწილე;
 განსაკუთრებული პრიზი  - Best All Rounder - გრანტი 2021 წელს საზაფხულო მშვიდობის ბანაკში (საქართველო/მალდივი) მონაწილეობისთვის.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკივშარდით შემდეგ მისამართზე: aia.gess11@gmail.com