ჩვენი სკოლის დელეგაცია ამერიკის შეერტებულ შტატებში
2024 წლის თებერვალში, აია-ჯესსის დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და მონაწილეობა მიიღო ორკვირიან პროგრამაში, რომელიც დაგეგმილზე უფრო დიდი წარმატებით განხორციელდა. 
Fulbright TEA პროგრამის ფარგლებში დამეგობრებულ სკოლასთან (Francis W. Parker Charter Essential School) გაცვლითი პროგრამა ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში ჩატარდა, სადაც ჩვენს მოსწავლეებს პარკერის სკოლის ოჯახები მასპინძლობდნენ. ერთად დავგეგმეთ კლასგარეშე ექსკურსიები, გავეცანით ერთმანეთის კულტურას და საინტერესო პროექტებზე ვიმუშავეთ.
ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღეთ გაეროს მოდელირების პროექტშიც, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა და 5000 მონაწილეზე მეტი ესწრებოდა. 
ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა, რომლის დახმარებითაც ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნეს და შეიძინეს მნიშვნელოვანი კონტაქტები სამომავლო პროექტებისთვის. 
მადლობა თითოეულ ადამიანს პროგრამის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. მათ შორის, პარტნიორ სკოლებს, ამერიკის საელჩოს, მასპინძელ ოჯახებს და ჩვენს განსაკუთრებულ მოსწავლეებს!