UCMAS საქართველოს დაჯილდოების ცერემონიალი
20 იანვარს, თბილისის ეროვნულ უნივერსიტეტში UCMASGEORGIA-ს ონლაინ საერთაშორისო კონკურსისა და საერთაშორისო გამოცდების დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ღონისძიების მოწვეული სტუმრები გახლდნენ და დაჯილდოვდნენ საერთაშორისო აღიარების სერთფიკატები. უნდა აღინიშნოს, რომ მარიამ ქომეთიანს გადაეცა განსაკუთრებული დამსახურებისთვის გამორჩეული ჯილდო.
ჩვენი სკოლა UCMAS-ის ერთ-ერთი პარტნიორია და პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი მოსწავლე გადის მენტალური არითმეტიკის პროგრამას.