ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“
25 და 28 ოქტომბერს ჩვენს სკოლაში მოაზროვნეთა კლუბის მიერ ორგანიზებული შემოდგომა-ზამთრის სეზონის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“გაიმართა.
ინტელექტუალურ თამაშში 19 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან 7 საუკეთესო შედეგის მქონე ჯგუფი გამოვლინდა.
მე-2 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვეს გუნდებმა : მეტაფიზიკური სპეკულაციები (მე-8 კლასი) და პროტაგონისტები (მე-8 კლასი)
მე-3 ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგლი მოიპოვა გუნდმა „ორიონი“ (მე-12 კლასი).
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები : ანანო ჭანკვეტაძე, სალომე შამანაური, ნიკოლოზ სიხარულიძე, ანდრია ქელეხსაევი, სერგი ბეგიაშვილი,ანი კოჩალიძე, ნინი ჯგერენაია, მარიამ მიქაძე, გიორგი ღვინიაშვილი, გიორგი ტუშური, ხატია ეზეიშვილი, ხატია ვახტანგიშვილი.
სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსი მოაზროვნეთა კლუბის მონაწილეებსა და პროექტების სამსახურს მადლობას უხდის! მომავალ თამაშებში კი ყველას წარმატებებს უსურვებს!