Აია-ჯესსის მოსწავლემ ნიკო კვარაცხელიას სახელობის ჯილდო მოიპოვა

ჩვენი მოსწავლის, ანდრია ქელეხსაევის გუნდი - Shieldify, Hack Days Georgia 2023 - ის გამარჯვებული გახდა და ნიკო კვარაცხელიას სახელობის ჯილდო - The Nico Kvar Prize (5000$) მოიპოვა!

ანდრია სკოლაშიც პროაქტიური მოსწავლეა და პროგრამირების კლუბს უძღვება, სადაც თანატოლებს დიდი ენთუზიაზმით უზიარებს ცოდნას პროგრამირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ. ვულოცავთ ანდრიას, ვამაყობთ და გვჯერა, რომ სამომავლოდაც არაერთხელ გაგიზიარებთ მის წარმატებას!