ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები - ალი ასგაროვი და პანტელეიმონ კობახიძე
ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები - ალი ასგაროვი და პანტელეიმონ კობახიძე, ახალი გამოცდილებებითა და დადებითი ემოციებით სავსე დაგვიბრუნდნენ ლეიდენიდან.  

ალიმ და პანტელეიმონმა EUCYS ნაციონალურ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს და ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული ევროკონგრეს-კონკურსის საგზურიც მოიპოვეს, სადაც ყოველწლიურად თავს იყრიან ახალგაზრდა ტალანტები მთელი მსოფლიოდან.

ნიდერლანდებში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ერთი კვირა გაატარეს. ევროკონგრესი მოიცავდა: სამეცნიერო გამოფენებს, ოფიციალურ ვახშმებს, კულტურულ ატივობებსა და მეცნიერების წამყვან ორგანიზაციებში ვიზიტს.

სკოლის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქართველი ახალგაზრდების დიდ გულშემატკივარს და EUCYS - ის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში - ქალბატონ თამარ ხულორდავას.