Erasmus+ პროექტი Youth and Sports Goes Extreme
ჩვენმა მოსწავლეებმა, ალექსანდრე შიშნიაშვილმა, საბა კაჭიურმა და ნიკოლოზ სიხარულიძემ მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ ახალგაზრდულ პროექტში, Youth and Sports Goes Extreme.
3-8 ოქტომბერს ფინელ და ალბანელ თანატოლებთან ერთად რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში სკაუტინგის უნარები განივითარეს.
პროექტის მანძილზე დაკავდნენ ისეთი სპორტული აქტივობებით, როგორებიცაა: ლაშქრობა, ჯომარდობა და კლდეზე ცოცვა.
აღნიშნული ახალგაზრდული პროექტის მიზნებია:
     - სათავგადასავლო-გარე აქტივობების ძირითადი პრინციპების შესწავლა პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;
     - ბუნებაში განხორციელებული აქტივობების ორგანიზებაში ჩართულობის პროვოცირება;
     - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
     - მონაწილეთა შორის მულტიკულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ა.შ.