გიმნაზია აია-GESS-ის მოსწავლეები ყოველწლიური სასწავლო პროგრამით ლონდონში იმყოფებოდნენ
გიმნაზია აია–GESS მოსწავლეები დეკემბრის თვეში ყოველწლიური სასწავლო პროგრამით ლონდონში იმყოფებოდნენ. გიმნაზიას გაფორმებული აქვს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სასწავლო ცენტრთან “SGI”.
პროგრამაში მონაწილეობდნენ: თეონა ხელაძე, დავით შავდათუაშვილი, ელენე ბახუტაშვილი, თამაზ ჩხენკელი, გიორგი ეკალაძე, ანი მეტრეველი, გიორგი კახურაშვილი, დავით გობეჯიშვილი, თორნიკე ჩუბინიძე, ერეკლე ჩუბინიძე, ირაკლი ჭურჭელაური და ლუკა ადუაშვილი. ჯგუფს ხელმძღვანელობდნენ გიმნაზიის დამფუძნებლები, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ნონა ბოლქვაძე, ლელა ბოჭოიძე და პროექტის მენეჯერი მაკრინე ბაბლუანი.
პროგრამის მონაწილეებმა მიიღეს  ინგლისური  ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 და C1 დონის  სერტიფიკატები.
სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო შემეცნებითი ექსკურსიები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლონდონის  ღირშესანიშნაობები და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.