ესპანურის ენის სწავლების გაძლიერების ღონისძიებები

👨‍🎓სკოლაში ამაყად ვუმასპინძლეთ მარკოს გრანადოსს - ესპანეთის საქმეთა რწმუნებულს საქართველოში, მარინა კობეშავიძეს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ესპანისტიკის პროგრამის ხელმძღვანელს, და მარტინ არტოლას - ბასკური ენისა და კულტურის ლექტორს.

👨‍🏫მოსწავლეებს საშუალება მიეცათ სტუმრებისთვის გაეზიარებინათ ესპანური ენისა და კულტურის მიმართ ინტერესი და წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა.

🦉განვიხილეთ სამომავლო პერსპექტივები, დავსახეთ თანამშრომლობის გეგმები, ერთობლივი პროექტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და გაცვლითი პროგრამები ესპანეთში.