ნატალია ქაჯაია

ნატალია ქაჯაია აია-ჯესსის მე-12 კლასის მოსწავლეა.
ნატალიას კომენტარი სკოლაში მიღებულ გამოცდილებასთან დაკავშირებით ასეთია: „ჩემი განვითარება იმ დღეს დაიწყო,როდესაც ისეთ სკოლაში შევაბიჯე ფეხი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ჩემი აზრის გამოხატვა არც საშიში იყო და არც სამარცხვინო. სწორედ ეს თავისუფლება გახდა საძირკველი ჩემი განვითარებისა. პირველიდან მერვე კლასამდე ვიღებდი მონაწილეობას სასკოლო-შემეცნებით კონფერენციებში. ბავშვობიდანვე მქონდა შესაძლებლობა ჩემი პრეზენტაციის უნარები განმევითარებინა. ამას გარდა, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას მათემატიკის,ინგლისურისა და ინფორმატიკის ოლიმპიადებში. ამ წლებმა განაპირობა ჩემი უფრო აქტიური ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში.’’
2018 წელს, თანაკლასელებთან ერთად, ნატალიამ გამარჯვება მოიპოვა  ინტელექტუალურ ჩემპიონატში „ტვინების ბრძოლა.’’ მან ასევე მონაწილეობა მიიღო მონაწილე თბილისის ზოოლოგიური პარკის მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაში “ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. გარდა ქართულენოვანი პროექტებისა, დაიწყო საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა. 2017-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო IEARN-ის პროექტებში: "Healthy generation and Traditional Cuisine" და "Virtual Peace Education Camp". 2018-2019 წლებში ნატალია იყო ინგლისურენოვანი ლიტერატურული კლუბის “The King’s & Queen’s Club” მონაწილე. ამავე პერიოდში, გაიმარჯვა British Council-ის მიერ გამართულ ინგლისური ენის ჩემპიონატში "Project Based Teaching & Learning.’’
პროგრამირების შესწავლის მიზნით, ნატალია სკოლის STEM კლუბში გაწევრიანდა. 2019 წელს ის გახდა „ლეონარდო და ვინჩის’’ კონკურსის ფინალისტი. ამავე წელს, ნატალიას გუნდმა გადაწყვიტა პროექტის განვითარება და შექმნეს  უნივერსალური მოწყობილობა, რომელიც გაუადვილებდა შეზღუდული შესაძლებლობის პირებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. ამ მოწყობილობის წარდგენით, ნატალიას გუნდი 2019-2020 წელს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი, ხოლო 2020 წელს ევროკომისიის მიერ გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსის “EU Young Scientists Competition’’ ფინალისტი გახდა.
2019 წელს ნატალია შეუერთდა სკოლის ბიოლოგიისა და ქიმიის კლუბებს და დროთა განმავლობაში მენტორის პოზიციაც დაიკავა. 2020 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამართულ სამეცნიერო ტურნირში „ჩხირკედელა“.
2021 წელს მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ახალგაზრდული ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში “ეკო-ახალგაზრდებიმოქმედებაში.’’  2022 წელს გახდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მწვანე ბანაკის - „კლიმატის ელჩები“-ის  მონაწილე. გარდა ამისა, ამავე წელს მოიპოვა პირველი ადგილი ეროვნული სასახლის მიერ ჩატარებულ 75-ე სასწავლო-კვლევით კონფერენციაში, სადაც მისი საპრეზენტაციო თემა “პლასტმასის მდგრადი წარმოება და მოხმარება” იყო.
2022 წლის სექტემბერში გახდა ჟიურის რჩეული სამედიცინო აკადემიის მიერ გამართულ პროექტში „მედიცინა და ხელოვნება“, სადაც წარადგინა საპრეზენტაციო თემა „კლონირება და ხელოვნება“.
გარდა სამეცნიერო პროექტებისა, 2021 წელს ნატალიამ მონაწილეობა მიიღო Eap-ისა და Youth Agency-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბანაკში „European School Summer Camp”, რომელიც აერთიანებდა 6 ქვეყნის 14-18 წლის 100 ახალგაზრდას. 2022 წელს ნატალია მონაწილეობდა Erasmus+-ის პროექტში „Inclusive Digital Youth Work Lab”, რომელიც ჩატარდა ერევანში, სომხეთში.
„ჩემი ცხოვრებისეული მიზანი არამხოლოდ კარიერული წინსვლა,არამედ დამსახურებული მოქალაქეობაა. მსურს გავხდე ის პროგრესული ადამიანი, რომელიც შეიტანს წვლილს უკეთესი მსოფლიოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.’’ - ამბობს ნატალია.