მარიამ მაღრაძე

ბავშვებს აქვთ უსაზღვრო ინტერესები და ულევი ენერგია. მათ სჭირდებათ მუდმივი სიახლეები და თავიანთ უამრავ კითხვაზე ამომწურავი პასუხები. სწორედ "აია-GESS" იყო ჩემთვის ის ადგილი, სადაც მუდმივი სიახლეები არ მაძლევდნენ მოდუნების საშუალებას. ჩემი პირველი ნაბიჯი IERNის პროექტში ჩართულობა იყო. შედეგად მოვხვდი სრულიად განსხვავებული კულტურის ქვეყანაში. კორეაში გაცვლითმა პროგრამამ მომცა საშუალება ენის სამეტყველო ბარიერები გადამელახა. კორეას მოჰყვა ამერიკაც, ვაშინგტონში ჩატარებული ვორქშოპები და მსოფლიოს 60ქვეყნის წარმომადგენლების გაცნობა ძალიან მამოტივირებელი იყო და ახალი უნარჩვევები შემძინა. ახალი გამოცდილებების ძიებამ კი ესპანეთის მათემატიკის ოლიმპიადამდე მიმიყვანა, სადაც სრულიად განსხვავებული უნარების გამოყენება დამჭირდა. სკოლის დახმარებით ენის გასამყარებლად გავემგზავრე ლონდონში, სადაც UK Collegeში 2კვირიანი კურსი გავიარე. წარსულის გამოცდილებამ მომცა საშუალება, რომ ახალ გარემოსთან სწრაფად შემძლებოდა ადაპტირება. 14წლის ასაკში სკოლაში მოწვეული პროფესორი გავიცანი, ბატონი თემურ ჩიჩუა. მასთან მისვლა და ჩემი ოცნებების განდობა, რომელიც წყალბადის გენერატორის უსაფრთხო მოდელის კონსტრუირებას ეხებოდა, იყო უდიდესი ბედნიერება. ერთი შეხედვით ჩემს გიჟურ ფანტაზიებზე მისი პასუხი გახდა ჩემი მამოტივირებელი სლოგანი. აღმოჩნდა, რომ იგი ეძებდა ისეთ ბავშვებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ თევზების ხმელეთზე გაშენებაში. 13წლიდან შევისწავლე ელექტრო ბურღის, ხრახნისის, შტანგელის, კუთხსახეხისა და მრავალი სხვა ხელსაწყოს მარჯვედ გამოყენება. მონაწილეობას ვიღებდით გამომგონებელთა კონკურსებში, თუმცა არაერთხელ დავმარცხდით. იყო შემთხვევა ნახევარფინალისტები ვიყავით, შემდეგ ფინალამდე მივედით, ზოგჯერ უსამართლობის განცდა გვქონდა, ზოგჯერ ჩვენ თავს ვამტყუნებდით. თუმცა შედეგად ამ მიღებულმა გამოცდილებებმა მომცა ისეთი ინერცია, რომ ბოლოს ნასამდეც მივედი. ნასას კოსმოსურ ცენტრში ჩემს გუნდთან ერთად გავიარე ტრენინგები, შევისწავლე შატლების აგებულება, კოსმოსური ხომალდების დამცავი ფენების შემადგენლობა, გავიარე კოსმონავტების წვრთნები და მრავალი სხვა. აქაც გამოვიჩინეთ მონდომება და ისეთი მარსის საცხოვრებელი ჰაბიტატის დიზაინი გავაკეთეთ, რომელიც ახლაც არის გამოფენილი ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში. სკოლის პერიოდში მიღებულმა უამრავმა გამოცდილებამ მომცა საშუალება მემოძრავა ჩარჩოების გარეშე და დღეს, 19წლის ასაკში, საკუთარი კომპანიის LTD EnergoSun Georgiaს დამფუძნებელი ვარ და ეს ჯერ დასაწყისია...