პირველკლასელების გაცნობის ღონისძიებები

🎈ამ დღეს ყოველთვის მოუთმენლად ველით! ჩვენ უკვე გავიცანით ყველაზე ლამაზი, ცნობისმოყვარე და მონდომებული პირველკლასელები.

🕺მომავალ აია-ჯესსელებს გულთბილად მივეგებეთ, საგულდაგულოდ მომზადებული საცეკვაო ნომრებითა და სიმღერებით გავახალისეთ და უამრავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა დავახვედრეთ, რომელსაც მათი უფროსი მეგობრები, ჩვენი უფროსკლასელები უძღვებოდნენ.

📙ღონისძიების ბოლოს, ჩვენი პატარები ინგლისურენოვანი ზღაპრების სახელმძღვანელოებით დავასაჩუქრეთ, რომლებიც უცხო ენის სწავლის პროცესის გამარტივებისა და გახალისების მიზნით, ჩვენმა მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, მანანა მაჩაიძის ხელმძღვანელობით, სპეციალურად მათთვის შექმნეს.

პირველკლასელების გაცნობის ღონისძიებები