არაფორმალური განათლება და სკოლის მოსწავლეთა კლუბები
კლუბური საქმიანობა და არაფორმალური განათლება ჩვენი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
კლუბების წარმომადგენლებმა წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარადგინეს ინფორმაცია წარმატებით განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
თამარ ლოლიშვილმა შეაჯამა არაფორმალური განათლების ფარგლებში განხორციელებული საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტები და ისაუბრა სკოლის მხარდამჭერ საერთაშორისო პარტნიორებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ შემდეგი სასკოლო კლუბები: ეკო-ტურისტული კლუბი; STEM კლუბი; აია-ს ბიოლოგები; მათემატიკის კლუბი; აია-ქიმიკოსები; დებატთა კლუბი; დიპლომატიის აკადემია; ლიტერატურული კლუბი; ეკოკლუბი; მწვანე სივრცე; ფიზიკის კლუბი “ნორჩი ჯესელები’’.