AIA-GESS-ის მოსწავლეების წარმატება Hippo English Without Borders-ის მსოფლიო ფინალში

17,959 მონაწილეს შორის ლილე შალამბერიძე Hippo 3-ის მსოფლიო ფინალში საუკეთესო 12 მონაწილეს შორის მოხვდა!

სანდრო ლაგვილავამ კი, რომელმაც მსოფლიო ფინალის საგზური პირდაპირ მოიპოვა, Little Hippo-ს 23,064 მონაწილეს შორის მსოფლიოს TOP 20-ში დაიკავა ადგილი!

ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით და მადლობას ვუხდით AIA-GESS-ის პედაგოგებს, რომლებიც ყოველდღიურად ხელს უწყობენ მოსწავლეების ცოდნის, თავდაჯერებისა და მოტივაციის განვითარებას.

ლილე და სანდრო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას! თქვენ საქართველოს სახელი ღირსეულად წარმოაჩინეთ საერთაშორისო ასპარეზზე!