აია-ჯესსის მოსწავლეების სამეცნიერო ტური შვეიცარიაში

აია-ჯესსის მოსწავლეები შვეიცარიაში სამეცნიერო ტურით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN), გაეცნენ ცენტრში მიმდინარე ექსპერიმენტებსა და სამეცნიერო საქმიანობას, დაათვალიერეს სხვადასხვა კვლევითი ობიექტი და მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ პრაქტიკულ ვორქშოფში.

CERN-ში ვიზიტისას მოსწავლეები გაეცნენ ნაწილაკების ამაჩქარებლის მუშაობის პრინციპებსა და დანიშნულებას. პრაქტიკულმა აქტივობებმა მათ შესაძლებლობა მისცა, თეორიული ცოდნა სამეცნიერო კვლევებთან დაეკავშირებინათ და უკეთ გაეაზრებინათ თანამედროვე ფიზიკის მნიშვნელობა.

ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი CERN-ში მომუშავე ქართველ ფიზიკოსებთან შეხვედრა იყო. მეცნიერებმა მოსწავლეებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, კვლევითი საქმიანობის სპეციფიკა და საერთაშორისო სამეცნიერო გარემოში მუშაობასთან დაკავშირებული გამოწვევები გაუზიარეს.

სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე მოინახულეს ჟენევის სამეცნიერო მუზეუმი, ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინა და ბერნში აინშტაინის სახლ-მუზეუმი. ამ ვიზიტებმა მათ შესაძლებლობა მისცა, უფრო ახლოს გაცნობოდნენ მეცნიერების ისტორიას, მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შვეიცარიაში მიღებულმა გამოცდილებამ მოსწავლეებს გაუღრმავა ინტერესი მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, გააფართოვა მათი ცოდნა და გააცნო საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობის პრაქტიკული მხარე.

მონაწილეები: ანასტასია დოხნაძე, მარიამ ლომიძე, ნატალია ყორშია, ელენე ჩოგოვაძე, ბარბარე კოშაძე, თინათინ ჩოხელი, დავით წიკლაური, ნიკოლოზ ჯღარკავა, ანდრია მეტრეველი, ლაზარე ბარბაქაძე, ლაზარე დაუთაშვილი, ალექსანდრე დავითიძე, ნიკოლოზ იავორსკი, დემეტრე წიკლაური, გიორგი მინესაშვილი.

ჯგუფის ლიდერი : ნინო აბესაძე, თინათინ ლაღიძე