AIA-GESS-ის მოსწავლე ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა

სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ის XII კლასის მოსწავლე მარიამ სანაია ჩაირიცხა ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (Universitat Politècnica de València), დიზაინისა და კრეატიული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე. 

მარიამის შრომისმოყვარეობამ, მიზანდასახულობამ და შემოქმედებითმა ხედვამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. ეს მიღწევა მისი აკადემიური და პროფესიული განვითარების გზაზე ახალი, საინტერესო ეტაპის დასაწყისია.

მარიამის სიტყვები: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო AIA-GESS-ს, ჩემს მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციას იმ მხარდაჭერისა და შესაძლებლობებისთვის, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მომეცა. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ. მადლობა ყველაფრისთვის!”

AIA-GESS-ის მთელი გუნდი გულითადად ვულოცავთ მარიამს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ შემოქმედებითი იდეებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას!