AIA-GESS-ის მოსწავლეებმა UG ინოვატორის კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს

საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა UG ინოვატორის კონკურსის დემო დღე, სადაც მრავალეტაპიანი შესარჩევი პროცესის შედეგად ფინალში გასულმა ათმა გუნდმა საკუთარი ინოვაციური იდეები წარადგინა.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს ინოვაციური იდეების განვითარებისა და მეწარმეობის მიმართულებით. მათ იმუშავეს რეალური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ბიზნესმოდელისა და ბიზნესგეგმის შემუშავებაზე, პროტოტიპების შექმნასა და დახვეწაზე, იდეების ეფექტურ წარდგენასა (Pitching) და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაზე.

განსაკუთრებული სიამაყით ვულოცავთ ალექსანდრე ჭელიძესა და გიორგი ჩიკვატიას, რომლებმაც კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

მადლობას ვუხდით მათი გუნდის მენტორს, თამარ ლოლიშვილს, პროფესიული მხარდაჭერისა და მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას, საინტერესო იდეასა და ახალ გამარჯვებას!