AIA-GESS-მა მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლა
სერვანტესის სახელობის გიმნაზია AIA-GESS-ში გაიმართა გაცნობითი ღონისძიება, რომლის ფარგლებში სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი იყო, პატარებისთვის პირველი სასკოლო გამოცდილება სასიამოვნო, საინტერესო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უფროსკლასელები და სასკოლო კლუბების წევრები, რომლებმაც მომავალ პირველკლასელებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს, მათთან ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა შემეცნებით და სახალისო აქტივობაში, ჩაატარეს ექსპერიმენტები და გაუზიარეს ის შესაძლებლობები, რომლებსაც AIA-GESS-ის საგანმანათლებლო სივრცე სთავაზობს მოსწავლეებს.
პროგრამას განსაკუთრებული განწყობა შესძინა სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებულმა მუსიკალურმა ნომრებმა, ხოლო ღონისძიების დასასრულს თითოეულ მომავალ პირველკლასელს სიმბოლურად პირველი სასკოლო საჩუქარი გადაეცა.
AIA-GESS-ისთვის თითოეული ახალი მოსწავლის მიღება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და დიდი სიხარულია. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი პირველი შთაბეჭდილებები ქმნის ნდობას, ინტერესსა და სიყვარულს სასკოლო ცხოვრების მიმართ.
ვულოცავთ ჩვენს მომავალ პირველკლასელებს ცხოვრების ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას და მოუთმენლად ველით მათ AIA-GESS-ის დიდ ოჯახში.




