თეონა ხელაძე

  ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა, თეონა ხელაძემ, ერაზმუს მუნდუსის სტიპენდია მოიპოვა და სექტემბრიდან სწავლას გააგრძელებს პერსონალიზებული მედიცინის სამაგისტრო პროგრამაზე, სამედიცინო ბიოტექნოლოგიის მიმართულებით. პროგრამა სამი ქვეყნის 3 უნივერსიტეტს მოიცავს: ბარსელონას უნივერსიტეტი, გრენობლის უნივერსიტეტი და ნეაპოლის უნისვერსიტეტი.

თეონა ხელაძე: „ პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლონ 3 სხვადასხვა მიმართულებიდან ერთ-ერთზე: სამედიცინო ბიოტექნოლოგიაზე, კლინიკური კვლევების მიმართულებით ან ბიოინჟინერიაზე. სამივე მიმართულება კრიტიკულად მნიშვნელოვანია პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომების დანერგვისა და ზოგადად, პერსონალიზებული მედიცინის განვითარებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა 4 წლის წინ დავამთავრე, მაინც სულ აღვნიშნავ, რომ ჩემს ამ და სხვა წარმატებაში მნიშვნელოვანია სკოლის დამსახურება. აია-ჯესსმა მომცა არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა და უნარები, არამედ სწორი მიმართულება პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის. ყოველთვის მეამაყებოდა და დღემდე ვამაყობ, რომ აია-ჯესსელი ვარ.’’