AIA-GESS-ის მოსწავლე Parsons School of Design-ში ჩაირიცხა

დიდი სიხარულითა და სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლე ლილუ მეფარიშვილი სწავლას ნიუ-იორკში, Parsons School of Design-ში გააგრძელებს, ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე.

Parsons School of Design მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაა, სადაც სწავლა განსაკუთრებულ ნიჭთან, შრომასა და შემოქმედებით ხედვასთან ასოცირდება. ლილუს მიზანდასახულობამ, განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ და ხელოვნების მიმართ სიყვარულმა იგი ამ მნიშვნელოვან წარმატებამდე მიიყვანა.

„ჩემს სკოლასა და მასწავლებლებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩემს განვითარებაში - მათი უსაზღვროდ მადლიერი ვარ.” - ამბობს ლილუ.

ვამაყობთ ლილუს მიღწევით და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ შემოქმედებით გზაზე.