აია-ჯესსიდან გერმანიამდე: ნიკოლოზ სიხარულიძის აკადემიური თავგადასავალი
ნიკოლოზ სიხარულიძემ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის დაფინანსება მოიპოვა 56,000 ევროს ოდენობით და ბრემენში გაემგზავრა. იგი სწავლას გერმანიაში, Constructor University-ში, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე გააგრძელებს.
"აია-GESS-ში არსებული გაცვლითი პროგრამების დახმარებით გავიცანი ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და გავიზარდე პიროვნულად, რამაც მიმიყვანა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიულ გადაწყვეტილებამდე და სწავლას ვაგრძელებ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში. ყოველთვის განსაკუთრებულ ერთგულებას და თანადგომას ვგრძნობდი სკოლისგან. მადლობა ჩემს სკოლას, სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც აია-GESS-ის სახელთან არის დაკავშირებული’’. - ნიკოლოზ სიხარულიძე.