„მშობელთა პანელის’’’ მორიგი შეხვედრა

2026 წლის 30 იანვარს აია-ჯესს-ში ტრადიციულად გაიმართა „მშობელთა პანელის” მორიგი შეხვედრა.

გულითად მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პანელის მონაწილეები:

გიორგი ფერიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომისტი; ACCA-ს სერტიფიცირებული ფინანსისტი; 2013-2015 წლებში - სს „პანექსის” დირექტორი; 2015-2019 წლებში - შპს „ეკოჰაუსის” (სამშენებლო კომპანია) დამფუძნებელი და კომერციული დირექტორი; 2020-2023 წლებში - „აი-სი ჰოლდინგის” დამფუძნებელი; 2023-2025 წლებში - საინვესტიციო კომპანია „პორტალ ინვესტის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ამჟამად აერთიანებს ხუთ კომპანიას: „პორტალ ქონსთრაქშენი” (სამშენებლო კომპანია), „პორტალ-კო” (ავტომობილების გაქირავება), „პორტალ ჰაუსი” (კონტეინერების საწარმო), „Felix” (ბარი) და „დებეტ კონსალტინგი” (საბუღალტრო კომპანია).

ელიზბარ ხაჩიძე - მომღერალი, ფინანსისტი; სსიპ ანსამბლ „ბასიანის“ სოლისტი; სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

ლევან კარანაძე - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენელი; ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმარების ევროპული სამუშაო ჯგუფის (EASPG) თავმჯდომარე; ICAO-ს გენერალური მდივნის გადაწყვეტილებით, ლევან კარანაძე ასევე დანიშნულია ICAO-ს გლობალურ ელჩად 2026-2027 წლებისთვის.

მადონა მამაცაშვილი-გაგნიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: კომერცია და მარკეტინგი (ბაკალავრი), ეკონომიკა და ბიზნესი (მაგისტრი); პროფესიული პროგრამა CFM (Certified Financial Manager) - ფინანსური აღრიცხვა და მართვა; თავისუფალი უნივერსიტეტი; პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაცია (ACCA); სამუშაო ადგილი: სს „ბანკი ქართუ” - ბანკის შიდა აუდიტის დეპარტამენტის დირექტორი.

ნანა ბაღდავაძე - ტურისტული კომპანია „Inex Travel”-ის გამყვანი ტურების მენეჯერი; ტურისტული კომპანია „Ambassadori Travel”-ის კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი; დამწყები QA ინჟინერი ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით.