ჩვენი მოსწავლეების საერთაშორისო წარმატება
ბარბარე გელაშვილი და ელენე გაგნიძე წარმატებით წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო და დიპლომატიურ პლატფორმაზე.
ბარბარე გელაშვილი 2024 წელს მონაწილეობდა European Youth Diplomacy & Leadership Program-ში, რომლის ფარგლებში სტუმრობდა პარიზს, სტრასბურგსა და ბრიუსელს. სტრასბურგში ბარბარემ მოიპოვა საუკეთესო სპიკერის ტიტული, ხოლო ბრიუსელში გამოავლინა გამორჩეული ლიდერული და დიპლომატიური უნარები.
მოგვიანებით, 2024 წლის ნოემბერში, იგი სრული სტიპენდიით დაესწრო გაეროს სათაო ოფისის საგანმანათლებლო ვიზიტს ვენაში. ასევე, წარმატებით გაიარა კონკურენტული შერჩევის პროცესი, მოიპოვა სრული დაფინანსება და 2026 წლის თებერვალში რომში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგენს საქართველოს.
ელენე გაგნიძე კი მონაწილეობას მიიღებს საგანმანათლებლო ორგანიზაცია “Viva Academy”-ს მიერ ორგანიზებულ გაეროს მოდელირების პროექტში, რომლის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ სხვადასხვა პოლიტიკურ, სოციალურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ საკითხებზე.
პროექტი ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი უნარები, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა, დებატების ხელოვნება და დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება - უნარები, რომლებიც აუცილებელია მომავალი ლიდერებისთვის.






