“ფინედუს” კონკურსში მოპოვებული გამარჯვება
აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს “ფინედუს” მიერ ორგანიზებულ, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონკურსში “ახალგაზრდები ახალგაზრდებისათვის”.
გუნდმა “The Reading Circle” წარმოადგინა კრეატიული და ინოვაციური პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის ფინანსური წიგნიერების სწავლება, თანამედროვე და სახალისო ფორმატით - რეალითი შოუსა და სოციალური მედიის (TikTok, YouTube) საშუალებით.
პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიური ფინანსური სიტუაციების მაგალითზე ისწავლონ ბიუჯეტის დაგეგმვა, დანაზოგის მნიშვნელობა და ფულის გონივრულად მართვა - მარტივად და ერთმანეთისგან სწავლის პრინციპით.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან მარიამ გეგუჩაძე, მარიამ ზოიძე, მარიამ ჭკუასელი, ნინი ოქრაძე, ხოლო მათი მენტორია მარიამ ბოლქვაძე.




