აია-ჯესს-ის მოსწავლეს Lumier Education-ის სტიპენდია გადაეცა

აია-ჯესს-ის მოსწავლე, ანასტასია გაბოშვილი, Lumiere Education-ის ინდივიდუალური კვლევითი პროგრამის სრული სტიპენდიის (USD 3,190) მფლობელი გახდა!

12 კვირიანი პროგრამის განმავლობაში ანასტასია საერთაშორისო დონის მკვლევართან იმუშავებს, დაესწრება კვლევის პროცესზე ფოკუსირებულ სემინარებს, მიიღებს მენტორისგან პროფესიულ რჩევებს და შექმნის 15-გვერდიან კვლევით ნაშრომს.

„დიდ მადლობას ვუხდი ჩემს სკოლას კრიტიკული აზროვნებისა და ლიდერობის უნარების გაკვეთილებისთვის, რომლებმაც მომამზადა ამ გამოცდილებისთვის!’’ – ამბობს ანასტასია.