სკოლის კურსდამთავრებული - ელენე ბახუტაშვილი
სკოლის კურსდამთავრებული, ელენე ბახუტაშვილი, მონაწილეობას იღებს TFAS Prague-ის საზაფხულო პროგრამაში, სრული დაფინანსებით. პროგრამა ტარდება ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში და მოიცავს ინტენსიურ აკადემიურ კურსებს საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ფილოსოფიის მიმართულებით.
ელენე 2018 წლიდან აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში: “აია-ჯესმა, კონკრეტულად კი ჩემმა უსაყვარლესმა დირექტორმა, რუსუდან ბოლქვაძემ, მრავალჯერ მიბიძგა გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან და მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში, რაც ყველა ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია.’’ - ამბობს ელენე.




