გამოცდილება ესპანეთში
აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა, ესპანეთის ქალაქ კომარუგაში, ესპანური ენის კურსი გაიარეს. პროგრამა მოიცავდა როგორც სასწავლო, ისე კულტურულ კომპონენტებს. კურსის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს სერტიფიკატები ქალაქის მერმა პირადად გადასცა - მათი შრომისა და მონდომების აღიარების ნიშნად.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ბარსელონა და სიჯესი, დაათვალიერეს მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები და უკეთ გაიცნეს ესპანური კულტურა, არქიტექტურა და სამზარეულო.