საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი
11-17 მაისს, პოლონეთის ქალაქ ნოვი სონჩში, გაიმართა საერთაშორისო პროექტი - ფესტივალი ჩვენი პლანეტის დასახმარებლად - რომელშიც მონაწილეობა საქართველოდან, პოლონეთიდან და ლიეტუვიდან ჩასულმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
პროექტი მიზნად ისახავდა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და მონაწილეებს საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ გარემოს დაცვის კუთხით გაეღრმავებინათ ცოდნა, არამედ ერთმანეთის კულტურისა და გამოცდილების შესახებ მეტი შეეტყოთ. გაიმართა სამივე ქვეყნის კულტურული საღამო. ქართულმა საღამომ განსაკუთრებული ინტერესით ჩაიარა. მონაწილეებმა ისწავლეს საკუთარი სახელების დაწერა ქართულად და ტრადიციული ცეკვის ილეთებიც შესრულებაც სცადეს.
პროექტი მოიცავდა საგანმანათლებლო და კულტურულ ექსკურსიებსაც. ქალაქ კრაკოვში გაიმართა თემატური ქუესთი, ხოლო კურორტ კრინიცაში მონაწილეებს ადგილობრივი მინერალური წლის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ერთმანეთს უსაფრთხოების თემატიკის გარშემოც გაუზიარეს გამოცდილება და პირველადი დახმარების შესახებ ისაუბრეს.
პროექტის ეკო-საგანმანათლებლო ნაწილში სკოლამ მონაწილეობა მიიღო პლასტმასისა და ქაღალდის გადამუშავების ვორქშოფებში.