პროექტი “მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში’’
20 მაისს აია-ჯესს-ში წარმატებით განხორციელდა ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროექტი „მოგზაურობა საქართველოს კუთხეებში”, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის კულტურული თავისებურებების გაცნობა და მათში შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტერესების გაღვივება.
პროექტში მონაწილეობდნენ მეხუთე კლასის მოსწავლეები. თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა ინდივიდუალური თემა: „მოგზაურობა ძველი ქართლის ლაბირინთებში”, „იმერეთის დროის პორტალი“, „სამეგრელოს საგანძური”, „სვანური ლეგენდების სამყაროში”.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს პრეზენტაციები, ხელნაკეთი ნივთები და თემატური სივრცეები.
საქველმოქმედო დახლებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ძეგვის ბავშვთა სახლს, სკოლისა და მოსწავლეების სახელით. ამ მიმართულებას კოორდინაციას უწევდა თინათინ ლაღიძე.
პროექტის დასასრულს, მადლობის ნიშნად, აქტიური ჩართულობისა და შრომისთვის მონაწილეებს გადაეცათ სიგელები და სერტიფიკატები.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები თამთა მახნიაშვილი და ნათია კახნიაშვილი, ხოლო მენტორობის ფუნქცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტმა სტუდენტებმა ითავეს.






