ინიციატივა აფხაზეთში მცხოვრები თანატოლების მხარდასაჭერად
ყველაფერი დაიწყო ზრუნვისა და მხარდაჭერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, როდესაც აია-ჯესსის მე-9 კლასის მოსწავლემ, ნიკო ქვაცაბაიამ, გამოთქვა სურვილი, კლასელები დახმარებოდნენ აფხაზეთში მცხოვრებ თანატოლებს.
მათ, ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში, მხარი დაუჭირა ბედნიერების ელჩმა, არსენ გვენეტაძემ და პირველი ფინანსური დახმარებაც თავად გაიღო. შემდეგ უკვე კლასმა თავად დაგეგმა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომლის შედეგადაც 630 ლარი შეგროვდა.
ეს თანხა გადაერიცხა რეჩხის საშუალო სკოლას და საბერიოს მეორე საშუალო სკოლას.
უდიდეს მადლობას ვუხდით მე-9ა კლასს სოლიდარობის ამ შესანიშნავი მაგალითისთვის!