UNDP-ის სასწავლო კურსი „აგროსკოლა’’
ჩვენი სკოლის მოსწავლემ, გიორგი მინესაშვილმა მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსში "აგროსკოლა".
ორი თვის განმავლობაშ, გიორგი, მთელი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ სხვა მოსწავლეებთან ერთად, ესწრებოდა ლექციებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში: მევენახეობა-მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მებოსტნეობა-მებაღეობა და სხვა.
გარდა თეორიული ცოდნისა, მოსწავლეებს, გასვლითი ტურების ფარგლებში, საშუალება ჰქონდათ უშუალოდ გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სიახლეებს.





