აია-ჯესსის ინგლისურის მასწავლებელი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებული გახდა

აია-ჯესსის ინგლისურის მასწავლებელი, ლალი ტერტერაშვილი, ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებული გახდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ბოსტონის უნივერსიტეტში მიღებულ ახალი ცოდნასა და გამოცდილებას სკოლის ინგლისურის მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ჩამოსვლისთანავე გაუზიარებს.

ფულბრაიტის პროგრამა ყოველწლიურად მხოლოდ ორ მასწავლებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით გაიარონ სტაჟირება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.