ბარბარე ბიჭიკაშვილი

 სკოლის კურსდამთავრებულმა, ბარბარე ბიჭიკაშვილმა, წარმატებით დაამთავრა Bergen Community College პოლიტიკურ მეცნიერებათა ხარისხით და მოიპოვა $34,000-იანი დაფინანსება Drew University-ში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც პოლიტიკურ მეცნიერებებს პრე-იურიდიული მიმართულებით შეისწავლის.

"სკოლა ჩემთვის არის რეალობად ქცეული ოცნებების დაბადების ადგილი. ის, რაც ერთხელ აია-ჯესსის კედლებში ჩავიფიქრე, დღეს უკვე ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია" - ამბობს ბარბარე.

Drew University პრესტიჟული უნივერსიტეტია, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე ადგილს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო National Liberal Arts College.

"მიხარია, რომ გავხდი იმ სივრცის ნაწილი, სადაც არაერთი ცნობილი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი და ნობელის პრემიის მფლობელი სწავლობდა" - გვიზიარებს ბარბარე.

აღსანიშნავია, რომ ბარბარე, Bergen Community College-ში სწავლისას, Phi Theta Kappa Honor Society-ის წევრიც გახდა, როგორც უმაღლესი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტი.

ვულოცავთ ბარბარეს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

-->

ვიზიტორები