სიკეთის საერთაშორისო დღე
13 ნოემბერს, სიკეთის საერთაშორისო დღეს, აია-ჯესს-ში განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ორგანიზებულ აქტივობებში: ერთმანეთისთვის სასიამოვნო სიტყვები დაწერეს და "კეთილი სურვილების კედელზე" გააკრეს; მონაწილეობა მიიღეს გამოწვევებში, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვების დახმარებასა და მხარდაჭერას; მოაწყვეს დისკუსია, სადაც ჰუმანურობისა და თანადგომის მნიშვნელობაზე ისაუბრეს; “სიკეთის” ბინგოს თამაშით გაერთნენ და ერთმანეთთან დრო სახალისოდ გაატარეს.
ამ ყველაფერთან ერთად, ერთობლივად შექმნეს ულამაზესი ხელოვნების ნიმუშები, მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია და დააჯილდოვეს ის მოსწავლეები, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ყურადღებითა და ემპათიით სხვების მიმართ.






