გიორგი ფაჯიშვილი

გიორგი ფაჯიშვილი აია-ჯესსის მოსწავლეa. გიორგი არის პროექტ „სახალისო ცდებით მოგზაურობა მოლეკულების სამყაროში”-ს გამარჯვებული (2019), ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული ინგლისური ენის კონკურსის გამარჯვებული საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთობლივი პროექტის „Project Based Teaching & Learning“ ფარგლებში (2019), ვირტუალური მშვიდობის განათლების ბანაკის (V-PEC) მონაწილე (2019), ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი (2020), შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი „ლეონარდო და ვინჩი“ III ადგილი (2021), სკოლის დებატთა კლუბის უფროსი მენტორი, სულხან საბა-ორბელიანის უნივერსიტეტის ტრენინგის „კარლ რაიმონდ პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ტექნიკა“ დამსწრე (2021), გლობალური მშვიდობისა და მდგრადი განვითარების სამიტის მონაწილე (2021), ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დებატების კონკურსის მონაწილე (2021). გიორგი ასევე არის Eucys National Level Contest-ის მე-2 ადგილის მფლობელი საქართველოში (2022). მან დაამთავრა სტუდია “ლამპარი” ხალხური საკრავების სპეციალობით (2017). ასევე გაიმარჯვა აუზის პირველობაში ორ შერეულ და კროლით ცურვის სტილში (2019). დაამთავრა ი.სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია ქორეოგრაფიული განყოფილება მსახიობ-მოცეკვავის სპეციალობით (2020). გიორგი ასევე გახდა საქართველოს ჩემპიონი კიოკუშინ კარატეში (2021)