გეგა შავდათუაშვილი

გეგა შავდათუაშვილი აია-ჯესსის მოსწავლეა. იგი დაინტერესებულია სხვადასხვა საგნით, თუმცა აპირებს, რომ პროფესია კომპიუტერულ მეცნიერებას დაუკავშიროს.
ადრეული ასაკიდან გეგა აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ფორმალურ თუ არაფორმალურ აქტივობაში, რომლებმაც საშუალება მისცა დაეგროვებინა გამოცდილება და მომავალში წარმატებულად მიეღო მონაწილეობა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში.  2019 გეგა და მისი გუნდი გახდნენ გუნდური, ინტელექტუალური თამაშის „ტვინების ბრძოლა“ რეგიონალური გამარჯვებული, მიმდინარე წელს კი გამარჯვება მოიპოვეს სასკოლო ჩემპიონატში.
მისი პირველი გამოცდილება საერთაშორისო დონეზე იყო პროექტი „Virtual Peace Education Camp“, მასწავლებლის თამარ ლოლიშვილის ხელმძღვანელობით. მომდევნო წლებში მონაწილეობა მიიღო გლობალურ კონფერენციაში „The A in STEAM- adding the arts” და „Global Peace and Sustainable Development Summit 2021”.
გეგა ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სკოლაში არსებულ კლუბურ შეხვედრებში. იყო დებატთა კლუბის მენტორი, ასევე ლიტერატურის კლუბის წევრი. დებატთა კლუბის ფარგლებში მონაწილეობას იღებდა იმიტირებულ სასამართლოებსა და დებატებში. გეგამ და ლიტერატურის კლუბის წევრებმა, მონაწილეობა მიიღეს სატელევიზიო ფორმატის თამაშში „წიგნების თარო“.
გეგა დაინტერესებულია STEM საგნებით, არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 და ასევე 2020 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის - "ლეონარდო და ვინჩის" მესამე ადგილის მფლობელი. 2020 წელს სკოლაში ჩამოყალიბებულ გუნდთან ერთად, მონაწილეობა მიიღო და საპრიზო, მეორე ადგილი დაიკავა საბუნებისმეტყველო ტურნირში „ჩხირკედელა“. ასევე იყო 2022 წლის, ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ფინალისტი გუნდის წევრი. კონკურსებში წარმატებული მონაწილეობისთვის, 2019 წელს მოხვდა TBC ბანკის სტიპენდიანტების პროგრამაში.
გასულ წელს გეგამ მონაწილეობა მიიღო ტრენინგ კურსში “Eco- Youth in Action” (ProActive Group Georgia & EYF), სადაც მიღებული ცოდნა, სკოლაში გაუზიარეს ბიოლოგიის კლუბის მოსწავლეებს და სკოლის დახმარებით, სკოლის ტერიტორიაზე დადგეს პლასტმასის დასახარისხებელი ურნები.
„მუდმივად ვცდილობ გავიგო მეტი და ჩავერთო ტრენინგებსა და საგანმანათლებლო პროგრამებში. 2020 წელს მონაწილეობა მივიღე ტრენინგ- კურსში „კიბერ უსაფრთხოების უნივერსიტეტი“ (SCSA & Caucasus University), აგრეთვე “Cisco networking academy” კიბერუსაფრთხოების ონლაინ კურსში’’ - ამბობს გეგა.