თბილისში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა


თბილისში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 20-მდე ქვეყნის, 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს



დღეს, 9 სექტემბერს, გიმნაზია "აია-ჯესს”-ში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც 20-მდე ქვეყნის, 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
 კონფერენციის მიზანია საგანმანათლებლო სექტორში მთავარი ღირებულებებისა და ახალი მეთოდიკის დანერგვა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდების მაქსიმალური ჩართულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეების გაცვლითი პროგრამების მომზადება, სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების გაზიარება და მომავალ თაობაში ძირითადი საგანმანათლებლო ღირებულებების ჩამოყალიბება.
 კონფერენცია, რომელშიც აშშ-ის, გერმანიის, ლუქსემბურგის, ჩინეთის, უკრაინის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ უკვე 5 წელია, სტოკჰოლმსა და რიგაში იმართება, ხოლო საქართველოში ის პირველად ჩატარდა.