გიმნაზია AIA-GESS-მა ოქროს რეიტინგში პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალი მიიღო
2020 წლის 27 თებერვალს "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში"-ში ჩატარდა საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია. შვეიცარიის რეიტინგების ასოციაციამ და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა საპატიო ჯილდო გადასცა კომპანიებს, რომლებიც რანჟირების შედეგად მოხვდნენ ოქროს რეიტინგის ათეულში.
გიმნაზია AIA-GESS-მა ოქროს რეიტინგში პირველი ადგილი მოიპოვა და დაჯილდოვდა ოქროს მედლით “დარგის ლიდერი 2019”.
სკოლა ულოცავს ყველა AIA GESS-ელსა და გულშემატკივრებს ამ აღიარებას და მეოთხე ოქროს მედალს.