მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია — Aia-Gess-ში.
გიმნაზია "აია-ჯესს"-ში მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს,რომელშიც 20-მდე ქვეყნის, 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.
კონფერენციის მიზანია საგანმანათლებლო სექტორში მთავარი ღირებულებებისა და ახალი მეთოდიკის დანერგვა, საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდების მაქსიმალური ჩართულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და შესაბამისი უნარების მქონე მოსწავლეების გაცვლითი პროგრამების მომზადება, სასწავლო პროცესში თანამედროვე მეთოდების გაზიარება და მომავალ თაობაში ძირითადი საგანმანათლებლო ღირებულებების ჩამოყალიბება.
კონფერენცია, რომელშიც აშშ-ს, გერმანიის, ლუქსემბურგის, ჩინეთის, უკრაინის, თურქეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ უკვე 5 წელია, სტოკჰოლმსა და რიგაში იმართება. საქართველოში ის პირველად ჩატარდა და გიმნაზია "აია-ჯესს"-მა მისი მასპინძლობის შესაძლებლობა ეფექტური მუშაობის შედეგად მოიპოვა.