გიმნაზია აია–GESS მოსწავლეებმა იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს

გიმნაზია აია–GESS მოსწავლეებმა: არჩილ მელიქიძემ, ანა სეფიაშვილმა, გიორგი გოგატიშვილმა და მარიამ ბარიაშვილმა იუსტიციის საზაფხულო სკოლის შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარეს. საზაფხულო სკოლაში საქართველოს 8 რეგიონიდან 36 მოსწავლე მონაწილეობდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველთ რეგისტრაცია აპრილში დაიწყო. პროექტის მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ პირველად დარეგისტრირებული 700 მოსწავლე. მათემატიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, რეგისტრირებული მოსწავლეებიდან საუკეთესო შედეგის მქონე 36 მოსწავლე გამოვლინდა, რომლებიც საზაფხულო სკოლაში მოხვდნენ. 
 ისინი 30 ივნისის ჩათვლით ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ.
საზაფხულო სკოლა იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის პროექტია, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლების IX, X და XI კლასელები მონაწილეობენ. სასწავლო პროგრმა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 
  •  გუნდური შეჭიდულობის ტრენინგი; 
  •  საჯარო სამსახურის სპეციფიკის გაცნობა;
  •  საჯარო გამოსვლა და პრეზენტაციული უნარები;
  •  ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  •  განათლების მნიშვნელობა და როლი;
  •  მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დასასრულს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ხათუნა კასრაძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს  სერტიფიკატები გადასცა.
საზაფხულო სკოლიდან მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ